Accentnews.ge
გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე ლავროვის გამოსვლისას მონაწილეების ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე ლავროვის გამოსვლისას მონაწილეების ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა (ვიდეო)

01/03/2022 12:56:12 მსოფლიო

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოზე უკრაინის საკითხს განიხილავენ.

განხილვისას დისტანციურად სიტყვით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რა დროსაც, დამსწრეების ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

შესაბამისი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება:

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S