Accentnews.ge
"თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შესვლის შემდეგ მოსახლეობა შეძლებს, ნაკლებ ფასად მეტად ხარისხიანი წამალი შეიძინოს"

"თურქეთიდან საქართველოში მედიკამენტების შესვლის შემდეგ მოსახლეობა შეძლებს, ნაკლებ ფასად მეტად ხარისხიანი წამალი შეიძინოს"

01/03/2022 12:35:43 ეკონომიკა

სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

როგორც "აქცენტს" თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ განუცხადა, "თურქეთ-საქართველოს შორის დადებული ბოლო შეთანხმება, რომელიც მედიკამენტებს შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია".

"საქართველოში მართლაც ძალიან ძვირი იყო მედიკამენტები, ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლებია მეზობელ ქვეყანაში. ამ დროდმე რატომ არ იყო ორ ქვეყანას შორის ეს შეთანხმება, ეს არის საინტერესო. ზოგიერთი ამბობს, რომ - ჩემი ბიზნესი ჩავარდება, მაგრამ პირველ რიგში იქ მედიკამენტები უხარისხო იყო, მეორე - ძვირი. ახლა კი, როცა ეს მედიკამენტები შევა საქართველოში, მოსახლეობა შეძლებს, ნაკლებ ფასში მეტად ხარისხიანი მედიკამენტი შეიძინოს. მე ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს ნაბიჯი ძალიან მნიშნელოვანი იყო. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ნებისმიერ პრობლემაზე, ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებზე, გვაქვს მუდმივი კონტაქტი. პრემიერი თავადაც მონდომებულია და მაქსიმალურად მხარს უჭერს უცხოელ ინვესტორებს, რომ სწრაფად მოახდინოს რეაგირება. იმის ნდობა ნამდვილად არის, რომ საქართველოში ახალმა ინვესტორებმა ინვესტიციები განახორციელონ" - განუცხადა "აქცენტს" ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

რაც შეეხება საქართველოში ნამახვანჰესის მშენებლ კომპანია "ენკას" გარშემო განვითარებული მოვლენების გავლენას უცხოელ ინვესტორებზე, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე აცხადებს, რომ ბუნებრივია აღნიშნულზე ინვესტირების მსურველი ბიზნესმენები კითხვებს სვამენ, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, ზემოაღნიშნული ინვესტორების საქართველოში არ შემოსვლის მიზეზი გამხდარიყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S