
ერდოღანი დასავლეთს დახმარებას სთხოვს
05/09/2019 11:36:35 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს დასავლეთს, დაეხმარონ ანკარას სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, კი როგორც ერდოღანი ამბობს, იძულებული გახდება, მიგრანტებისთვის კარები გახსნას.
„რატომ გვაწევს ეს ტვირთი მხოლოდ ჩვენ? ვერ მივიღეთ საკმარისი მხარდაჭერა მსოფლიოსგან, განსაკუთრებით ევროკავშირისგან. თუ ასე არ მოხდება, იძულებული ვიქნებით, გავხსნათ კარები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, საიდანაც მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. 2018 წელს თურქეთში 268 ათასი არალეგალი მიგრანტი დააკავეს. თურქეთის ტერიტორიაზე სირიიდან დევნილი სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.