Accentnews.ge
რუსული ეკლესიის წარმომადგენლები ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩაერთვნენ

რუსული ეკლესიის წარმომადგენლები ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში ჩაერთვნენ

01/03/2022 12:07:33 მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ღია წერილი გაავრცელეს, რომელშიც ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და შერიგების მოწოდებით გამოდიან.

"სასტიკი სამსჯავრო ელის თითოეულს! ვერავითარი საერო ძალაუფლება, ვერავითარი ექიმი, ვერავითარი დაცვა ვერავის დაიცავს მისგან! ვზრუნავთ რა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსოს თითოეულ წევრზე, არ გვსურს, ჩვენი შვილები ამ სასტიკი სამსჯავროს წინაშე დედების წყევლის უმძიმესი ტვირთით წარსდგნენ! ყველას შევახსენებთ, რომ ქრისტეს სისხლი, რომელიც მსოფლიო მშვიდობისთვის დაიღვარა, სამუდამო ტანჯვისთვის წირავს თითოეულს, ვინც დღეს ომის ბრძანებებს გასცემს! ვგლოვობთ იმ განსაცდელის გამო, რომლის გავლაც დაუმსახურებლად მოუწიათ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს", - ნათქვამია ღია წერილში.

რუსი სასულიერო პირები ასევე აღნიშნავენ, რომ "პატივს სცემენ ადამიანის ღმერთის მიერ ნაბოძებ თავისუფლებას" და თვლიან, რომ "უკრაინელმა ხალხმა საკუთარი არჩევანი თავად, დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს და არა დასავლეთიდან თუ აღოსავლეთიდან ზეწოლის და მით უფრო ავტომატისა თუ ტანკის ძალით".

მიმართვის ავტორები რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე მოქალაქეთა მსობრივ დაკავებებზეც ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ "დაუშვებელია, მშვიდობისადმი მშვიდობიანი მოწოდება კანონდარღვევად მიიჩნეოდეს და ძალადობრივად იხშობოდეს".

"ყველა დაპირისპირებულ მხარეს დიალოგისკენ მოვუწოდებთ, რადგან ძალადობას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. იმ უფსკრულს, რომელშიც ჩვენი ქვეყნები სულ რამდენიმე დღეში აღმოჩნდნენ, მხოლოდ ერთმანეთის მოსმენის უნარი თუ გადაგვარჩენს. მიეცით შესაძლებლობა საკუთარ თავსაც და ჩვენც, დიდ მარხვაში იმედით, სიყვარულითა და რწმენით შევიდეთ! შეაჩერეთ ომი!" - ნათქვამია მიმართვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S