Accentnews.ge
დიპლომატების პროტესტი: ლავროვს ვირტუალურად წარდგენა ცარიელი დარბაზის წინ მოუწია

დიპლომატების პროტესტი: ლავროვს ვირტუალურად წარდგენა ცარიელი დარბაზის წინ მოუწია

01/03/2022 11:01:24 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე ვირტუალურად წარდგენა პრაქტიკულად ცარიელი დარბაზის წინ მოუწია.

თავად ლავროვი ღონისძიებაზე ვერ გაემგზავრა, ვინაიდან რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ევროპამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დახურა, ასევე დაწესებულია მთელი რიგი სანქციები.

ლავროვმა გაიმეორა რუსული ნარატივი, რომ დასავლეთი ნაციზმის გაღვივებას უწყობს ხელს.

რაც შეეხება ცარიელ დარბაზს, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა არ ისრულვეს ლავროვის მოსმენა და მის გამოსვლამდე დატოვეს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად, რაც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და იქ ჩადენილი დანაშაულებებით.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S