Accentnews.ge
„არ გვეშინია! მხოლოდ ბრაზია და მზარდი სიძულვილი!“ – ცნობილი უკრაინელი მომღერალი მოხალისეთა რიგებს შეუერთდა

„არ გვეშინია! მხოლოდ ბრაზია და მზარდი სიძულვილი!“ – ცნობილი უკრაინელი მომღერალი მოხალისეთა რიგებს შეუერთდა

01/03/2022 10:00:53 ევროპა

ცნობილი უკრაინელი მომღერალი ტარას ტოპოლი, სხვა თანამოქალაქეების მსგავსად, რომელთა შორისაც მრავლად არიან ცნობილი სახეები –კიევის „დინამოს“ ფეხბურთელები, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეები, მოკრივეები, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამ აიძულა მომღერალი, მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება, მან უპასუხა:

„სხვაგვარად როგორ? ჩვენ ბრძოლისუნარიანი ხალხი ვართ! ეს ჩვენი ქვეყანაა!“.

მას ჰკითხეს, ამ უმძიმეს დღეებში ჰქონდა თუ არა კავშირი თავის რუს კოლეგებთან. მან უპასუხა, რომ ზოგადად, ძირითადად რუსეთში პროდიუსერთან კონტაქტობდა, რომელმაც სწორედ რომ ომის დღეებში ზემფირას კონცერტს გაუწია ორგანიზება და ვინაიდან 24–25 თებერვალს დუმილის რეჟიმი შეინარჩუნა, მომღერალმა მხოლოდ ერთი წინადადება მისწერა: ნაგავი ხარ!“.

„სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე რუსულ ენაზე ბევრი მომართვა იყო, მაგრამ ასეთი ვითარება გამოდის: ქვეყანაში რუსი ტყვეები გვყავს, არიან მოკლულები, სხვადასხვა ქსელებით დედები ეძებენ შვილებს. ახლახან ვნახე ვიდეო: ტყვედჩავარდნილი ოკუპანტი ურეკავს ცოლს, ის ტირის და სთხოვს, რომ დარჩეს ცოცხალი. ტყვე უხსნის, რომ „აქ არ არიან ფაშისტები“, რომ „თავად რუსები არიან ოკუპანტები“, რომ „გაგიჟებული პუტინი ატყუებს მთელს ქვეყანას“, ცოლი კი პასუხობს, „არა, შენ სამშობლოს იცავო“. გესმით, მათ თავი როგორ გამოურეცხეს? ჩვენ კი ვცდილობ, მათ ხმა მივაწვდინოთ, მაგრამ ისინი ბინებში სხედან და არსად გადიან, მათი გიჟი ლიდერი კი ანგრევს ქალაქებს, მშვიდობიან ხალხს ხოცავს. ისინი ან ცხვრები არიან, არ მონები და თუ არ გამოფხიზლდებიან, არ ვაპატიებთ. ეს იქნება შურისძიება, რომელიც თაობებს დარჩება“.

მან ისაუბრა მოხალისეებზეც, რომლებმაც მის მსგავსად მიიღეს იარაღის ხელში აღების გადაწყვეტილება:

„ჩემს გვერდით არიან ახალგაზრდა ბიჭები, ბაბუები, შშმ პირებიც კი, რომლებიც ჩვეულებრივ ვითარებაში, არასდროს აიღებდნენ იარაღს, მაგრამ ეს გააკეთეს. ბლიცკრიგი ჩავარდა და ყოველი დღეს ჩვენთვის მოგებული დროა. დღეს ყველა, რომლებიც ჩემსავით მღეროდნენ, სამოქალაქო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, იარაღი აქვთ ხელში და ისვრიან. ჩვენ უკვე ვეჩვევით მდგომარეობას და ველით. არ გვეშინია, მხოლოდ ბრაზია და მზარდი სიძულვილი“.

მან მიმართა საერთაშორისო საზოგადოებასაც:

„მოაშორეთ ეს გიჟი ღილაკს“ – მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის ბირთვული იარაღი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S