
Google ევროპაში Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ბლოკავს
01/03/2022 09:24:01 ევროპა
Google უკრაინაში მიმდინარე ომის გამო Russia Today-სა და Sputnik-ის Youtube არხებს ევროპის მასშტაბით ბლოკავს.
ინფორმაცია Google-ის ევროპის დეპარტამენტი "ტვიტერზე" ოფიციალურად ავრცელებს და განმარტავს, რომ დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მყისიერად ამოქმედება:
"უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ ევროპის მასშტაბით დაუყოვნებლივ ვბლოკავთ Youtube-ზე Russia Today-სა და Sputnik-თან დაკავშირებულ არხებს. ჩვენს სისტემას ამის განხორციელებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენი გუნდი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, რათა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები".