Accentnews.ge
"ის მომენტია, როცა ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას"

"ის მომენტია, როცა ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას"

01/03/2022 09:20:54 ევროპა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზრით, ახლა ის მომენტია, როცა ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას:

„ჩემი აზრით, დღეს ევროპაც ასე ფიქრობს“.

ცნობისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. ხოლო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ:

"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა“.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურთ, უკრაინა ევროკავშირის ბლოკში იხილონ, ვინაიდან ის „ერთ-ერთი“ მათგანია.

თემაქზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან" .

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S