კიევი: "დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 5 710–ს აღწევს"
01/03/2022 08:02:37 მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობამ 5 710-ს მიაღწია, 200 პირი კი ტყვედაა აყვანილი.
ამასთან, უკრაინული მხარის თქმით, 24 თებერვლიდან 1 მარტამდე დააზიანეს ან გაანადგურეს 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 ჯავშანტრანსპორტიორი, 77 საარტილერიო სისტემა, 24 საზეინიტო დანადგარი, 60 საწვავის ავზი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი, 305 საავტომობილო ტექნიკა.
უწყება განმარტავს, რომ მონაცემები კიდევ ზუსტდება და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები ამას ართულებს.


