Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების  6 847  შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების  6 847  შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი

01/03/2022 06:54:30 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6 847 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 003 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 612 319.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 18.39%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 25.18% ხოლო 7 დღის მანძილზე - 20.73%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 759 შემთხვევა,
  • აჭარა - 362,
  • იმერეთი - 1 226,
  • ქვემო ქართლი -286,
  • შიდა ქართლი - 446,
  • გურია - 321,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 506,
  • კახეთი - 542,
  • მცხეთა-მთიანეთი - 174,
  • სამცხე-ჯავახეთი - 140,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 85.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 82 930 საიდანაც:

4 479 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 137, აჭარაში - 418, იმერეთში - 725.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 105, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 34, იმერეთში - 23.

78 451 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S