Accentnews.ge
"უკვე ვხედავთ სანქციების შედეგებს"

"უკვე ვხედავთ სანქციების შედეგებს"

01/03/2022 06:51:47 მსოფლიო

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ მსოფლიო უკვე ხედავს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პირველად შედეგებს.

„რუბლის ღირებულება დაეცა, – ერთი რუბლი ერთ ცენტზე ნაკლები ღირს; S&P-მ დასწია რუსეთის სახელმწიფო ვალი „ნაგვის“ კატეგორიამდე; რუსეთის საფონდო ბირჟა 5 მარტამდე დაიხურა“, - აცხადებს პრაისი.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S