Accentnews.ge
მედია – ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი ჯარისკაცი

მედია – ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი ჯარისკაცი

01/03/2022 06:24:31 მსოფლიო

სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი სამხედრო, – ინფორმაციას გამოცემა „უნიანი“ სუმის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დმიტრი ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟივიცკი ასევე აღნიშნავს, რომ დიდი დანაკარგია მოწინააღმდეგის მხარეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S