Accentnews.ge
ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

01/03/2022 06:18:25 მსოფლიო

ჩინეთი უკრაინიდან ჩინეთის მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ჩინეთის საელჩო ავრცელებს.

მისი ცნობით, პირველმა ორგანიზებულმა ჯგუფმა ქალაქი კიევი გუშინ დატოვა. ჯგუფში შედიოდნენ კიევში მყოფი ჩინელი სტუდენტები.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S