Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა
01/03/2022 06:00:44 მსოფლიო
Mastercard-მა რუსეთიდან ტრანზაქციები დაბლოკა, - იუწყება BBC კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, ეს სიახლე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან ერთად განაცხადა, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ ზომებს მიიღებდნენ, რაც ასევე გულისხმობდა Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან რუსული ბანკების გამოთიშვას და ასევე რუსეთის ცენტრალურ ბანკში უცხოური რეზერვების განთავსებაში ხელის შეშლას.


