უკრაინა პარტნიორი ქვეყნებიდან 70 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს
01/03/2022 05:47:38 მსოფლიო
პარტნიორი ქვეყნები უკრაინის არმიას მიგ-29-სა და სუ-25 ტიპის 70 საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
„კიდევ მეტი „კიევის აჩრდილი“ იქნება! პლუს 70 თვითმფრინავი უკრაინის არმიისთვის! ჩვენი პარტნიორები "მიგ-29"-სა და "სუ-25" ტიპის თვითმფრინავებს გვიგზავნიან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მისი ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები ბაზირებული იქნებიან პოლონეთის აეროდრომებზე.
უკრაინა "მიგ-29"-ისა და "სუ-25"–ის ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთისგან მიიღებს.


