Accentnews.ge
ჯონსონი: "პუტინი უნდა დამარცხდეს!"

ჯონსონი: "პუტინი უნდა დამარცხდეს!"

28/02/2022 23:38:35 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთზე „მაქსიმალურ ზეწოლას განაგრძობს“,– იუწყება BBC.

"გაერთიანებული სამეფოს და მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ვლადიმეირ პუტინი თავისი ქმედებების შედეგებს იგრძნობს. ჩვენ ერთ ხმაზე ვლაპარაკობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს!", - განაცხადა ჯონსონმა პოლონეთსა და ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის წინ, სადაც ნატო-ს ლიდერებს შეხვდება და ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს ეწვევა.

მისი თქმით, ორივე ქვეყანა რუსეთის შემოჭრის შედეგად "მწვავე დაზარალდა":

”ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, რომელთა დაცვაც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ, როდესაც ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება. ჰუმანიტარული კრიზისის შესაძლებლობები აღმოსავლეთ ევროპაში იზრდება, რადგან უკრაინელი ლტოლვილები საზღვრების გადაკვეთას განაგრძობენ”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S