
„ოკუპანტები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სახელით ევაკუაციის შესახებ შეტყობნებებს აგზავნიან“
28/02/2022 23:31:21 ევროპა
ოკუპანტები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) სახელით ევაკუაციის შესახებ სეტყობინებებს უგზავნიან ცენტრალურ ხელისუფლებას და რიგით მოქალაქეებს,– ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაშია ნათქვამი.
„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი აღნიშნავს, რომ ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს ზარების მიღება ინფორმაციის თაობაზე საარაუდოდ, უკრაინის უშიშროების სამსახურის ფოსტიდან.ასეთი შეტყობინებები ყალბია და წარმოადგენს კიბერშეტევას“, - ნათქვამია ანგარიშში.