Accentnews.ge
ბაიდენი ამბობს, რომ ვერ ხედავს რუსეთის ბირთვული თავდასხმის შიშის მიზეზს

ბაიდენი ამბობს, რომ ვერ ხედავს რუსეთის ბირთვული თავდასხმის შიშის მიზეზს

28/02/2022 23:21:02 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს ამერიკის მოქალაქეების შეშფოთებისთვის ბირთვული ომის გამო უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე.

შესაბამის კითხვას, რომელიც ბაიდენს თეთრ სახლში გამოსვლის შემდეგ დაუსვეს, მან მოკლე პასუხი გასცა – „არა“, – იტყობინება The Hill.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ არ გეგმავს, ბირთვული განგაშის დონის შეცვლას მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს რუსეთმა თავისი ბირთვული შემაკავებელი სისტემა მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა,– იუწყება Reuters.

"ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი გაფრთხილებები და არ შეგვიცვლია ჩვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ასევე ფხიზლად უნდა შევაფასოთ, თუ როგორ იყენებს ის (პუტინი) მუქარას", - თქვა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ MSNBC–თან.

შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის გამართლების მცდელობად მიიჩნევს.

"ბირთვულმა ომმა არ შეიძლება, გაიმარჯვოს. ვთვლით, რომ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პროვოკაციული რიტორიკა სახიფათოა და ზრდის არასწორი გათვლების რისკს. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული და ჩვენ ამ საკითხზე მანიპულირებას არ ვაპირებთ", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა 28 თებერვალს სატელეფონო საუბრები გამართა აშშ-ის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. მათ განიხილეს ბირთვული საფრთხის ყველა ფასად აღკვეთის აუცილებლობა. ბაიდენის მოწოდებას შეუერთდნენ კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ასევე ნატოს ხელმძღვანელი და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები,– იუწყება „ინტერფაქსი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S