Accentnews.ge
ჰაკერულმა დაჯგუფებამ მოსკოვსა და მინსკს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა

ჰაკერულმა დაჯგუფებამ მოსკოვსა და მინსკს მორიგი სიურპრიზი შესთავაზა

28/02/2022 22:54:38 მსოფლიო

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთისა და ბელარუსის მთავრობების, კომპანიების, სახელმწიფო არხებისა და ბანკების 1 500 ვებ-გვერდი დაბლოკა. მათ შორის არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვებ–გვერდი.

საიტებისთვის შექმნილ პრობლემებს რუსი ჟურნალისტებიც ადასტურებენ

დაჯგუფების ცნობით, საიტები ბოლო 72 საათში დაიბლოკა.

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო და პერიოდულად აყენებს მათ სხვადასხვა ხარისხის ზიანს. კერძოდ, გატეხა რუსეთის თადაცვის სამინისტრის ბაზა და გამოაქვეყნა რიგი მონაცემები, თანამრომელთა სია ტელეფონის ნომრებით. ასევე მონაცემები მოიპოვა ბელარუსის იარაღის კომპანიიდან და გამოაქვეყნდა; რუს სამხედროებს, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციას რაციით ამყარებდნენ, კომუნიკაცია გაურთულა – სიხშირეში შეაღწია და მათ უკრაინის ჰიმნი ჩაურთო; ასევე იერიში მიიტანეს რუსულ პროპაგანდისტულ ბევ–გვერდზებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S