Accentnews.ge
"რუსეთმა 5 დღეში 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, გამოიყენეს 113 ბალისტიკური რაკეტა, ასეთია მათი "ძმომა“

"რუსეთმა 5 დღეში 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, გამოიყენეს 113 ბალისტიკური რაკეტა, ასეთია მათი "ძმომა“

28/02/2022 22:44:27 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

"ბოლო 5 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 56 სარაკეტო დარტყმა განახორციელა. გამოიყენეს 113 ბალისტიკური რაკეტა. აი ასეთია - "ძმომა და მეგობრობა". მსოფლიომ იცის რა უნდა გააკეთოს. ამის შესახებ დღეს პარტნიორებს ვესაუბრე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსულმა საჰაერო ძალებმა დღეს სასტიკად დაბომბეს ხარკოვი, ესროდნენ დასახლებულ პუნქტებს:

„თვითმხილველების თქმით, რაკეტებს ისროდნენ გამიზნულად. რუსებმა იცოდნენ, სად ისროდნენ. ამ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება საერთაშორისო ტრიბუნალი, ეს არის ყველა კონვენციის დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობი უკრაინელი ხალხის მკვლელობას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა, აქ 2022 წელია!“,- განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, "რაკეტებით, ბომბებითა და არტილერიით შეიარაღებული ბოროტება სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. განადგურეს ეკონომიკურად. ბოროტებას უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას შეუძლია თავის დაცვა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S