Accentnews.ge
ზელენსკიმ უვიზო რეჟიმი დაუშვა უცხოელი მოხალისე მებრძოლებისთვის

ზელენსკიმ უვიზო რეჟიმი დაუშვა უცხოელი მოხალისე მებრძოლებისთვის

28/02/2022 23:11:50 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, უცხოელებისთვის დროებით უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე. ახალი წესი 1 მარტიდან ამოქმედდება

„2022 წლის 1 მარტიდან დროებით საომარი მდგომარეობის ვადით, სანამ უკრაინის პრეზიდენტი არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, უვიზო რეჟიმი შემოვიდეს უკრაინაში უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს“,– ნათქვამია განკარგულებაში.

ახალი წესი არ ვრცელდება უკრაინის მიერ აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებული ქვეყნის მოქალაქეებზე.

  • 27 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ახალი დანაყოფის - უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდება უცხოელებით, რომლებიც მზად არიან, უკრაინელებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიონ რუს აგრესორებს.
  • 28 თებერვალს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ უკვე მიიღეს ათასობით უცხოელისგან შეტყობინება მზაობის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S