Accentnews.ge
უკრაინული და რუსული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ერდოღანი ლუკაშენკოს ესაუბრა

უკრაინული და რუსული დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ერდოღანი ლუკაშენკოს ესაუბრა

28/02/2022 22:00:36 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც უკრაინული მედია ბელარუსის პრეზიდენტის „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით წერს, ლიდერებმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, ასევე უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე. ლიდერების საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ასევე, მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ერდოღანთან საუბრის დროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც განიხილა. თურქეთის პრეზიდენტმა კი მზადყოფნა გამოთქვა, წვლილი შეიტანოს სიტუაციის დარეგულირებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S