
რუსული საკალათბურთო კლუბები ევროლიგიდან და ევროთასიდან გააძევეს
28/02/2022 21:24:47 ევროპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსული საკალათბურთო კლუბები „ცესკა“, „ზენიტი“ და „უნისკი“ევროლიგიდან გააძევეს, ხოლო „ლოკომოტივ-კუბანი“ – ევროთასიდან.
"ჩვენ გაოგნებულები ვართ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. ევროლიგის გუნდები დაკავშირებულია საერთასორისო საზოგადოებასთან, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. სიტუაციაში, რაც დღეს ხდება, ჩვენ ვალდებული ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს", - თქვა ევროლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟორდი ბერტომეუმ.
კლუბები გაურკვეველი ვადით გააძევეს, თუმცა თუ სამხედრო აგრესია გაგრძელდება, მათი შედეგები გაუქმდება.
ცნობისთვის: "ცესკაში" ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია თამაშობდა, რასაც საქართველოშ თავის დროზე კრიტიკით შეხვდნენ, თუმცა მან რუსეთში უკრაინის შეჭრის შემდეგ გუნდი დატოვა.
იხილეთ ასევე: FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრები და რუსული კლუბები ყველა ტურნირში მონაწლეობას ჩამოაშორეს