
ბრიუსელი ევროკავშირის ენერგოსისტემაში უკრაინის სასწრაფოდ გაწევრიანებას დათანხმდა
28/02/2022 20:32:42 ევროპა
ევროკომისია და ევროპული ქსელების ასოციაცია შეთანხმდნენ უკრაინის ევროკავშირის ერთიან ქსელში სასწრაფოდ გაწევრიანების პროცესის დაწყების თაობაზე და მოსალოდნელია, რომ ამ პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა
განაცხადა."უკრაინასთან ჩვენი ერთობლივი გრძელვადიანი პრიორიტეტი უკრაინის ენერგოსისტემის ევროპულთან სინქრონიზაციაა და არა რუსულთან", - განმარტა მან.
სიმსონმა გაიხსენა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაიწყო სწორედ იმ დღეს, როდესაც უკრაინამ დაიწყო ენერგეტიკული სისტემის მუშაობის გამოცდა იზოლირებულ რეჟიმში, რაც პირველი ნაბიჯია ევროკავშირთან მომავალი სინქრონიზაციისთვის მომზადებისთვის:
„ველაპარაკე ჰერმან გალუშჩენკოს (უკრაინის ენერგეტიკის მინისტრს) და მან მაცნობა, რომ ამჟამინდელი პირობებით ისინი კვლა არ შეუერთდებიან რუსეთის ენერგოსისტემას. უკრაინა ითხოვს უკიდურესად სასწრაფო სინქრონიზაციას ევროპულ ენერგოსისტემასთან. ეს არის ტექნიკური გამოწვევა. თუმცა უკრაინის ტექნიკური მზადყოფნა მაღალია და ევროპელმა ოპერატორები დასთანხმდნენ, შეუერთდეს უკრაინა განსაკუთრებული პირობებით".