Accentnews.ge
ზალკალიანი – შმიგალის პოსტზე: "ეჭვი მაქვს, ამ "ტვიტის" შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული"

ზალკალიანი – შმიგალის პოსტზე: "ეჭვი მაქვს, ამ "ტვიტის" შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული"

28/02/2022 19:54:52 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის "ტვიტერს" და თქვა, რომ ეეჭვება ეს ტექსტი მისი შექმნილი იყოს.

„მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ეს ქართულ ენაზე არის გაკეთებული. მესმის ეს ემოციური ფონი, რომელიც იქ შექმნილი არის უკრაინაში. მე მინდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობაა და ის ურთიერთობა, რომელიც მათ შორის ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში. ჩვენ მართლაც, არა მხოლოდ ოფიციალური, არამედ, ძალიან მჭიდრო, მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

მე რაღაც ეჭვი მაქვს, რომ აქ, აი თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც არის ქართულად დაწერილი, ბევრ ეჭვებს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება, მოდიოდეს, მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, ესეთი რაღაც პოსტი ყოფილიყო გაკეთებული.

მაგრამ საზოგადოებამ მინდა, იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, ურყევი და შეუქცევადია და როგორც მანამდე ვედექით გვერდში ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს“- ამბობს დავით ზალკალიანი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი "ტვიტერზე".

რამდენიმე წუთში შმიგალმა საქართველოსთან დაკავშირებული მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!"

მანამდე მედიაში მოხალისეებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან უნდა გამოფრენილიყო თვითმფრინავი, თუმცა მან ვერ მიიღო შესაბამისი ნებართვა და რეისი არ შედგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S