Accentnews.ge
გრიცენკო: "ომი სამყაროს შავ-თეთრს ხდის, საქართველო, ასეთი ხელისუფლებით, ჩვენი პარტნიორი ვეღარ იქნება“

გრიცენკო: "ომი სამყაროს შავ-თეთრს ხდის, საქართველო, ასეთი ხელისუფლებით, ჩვენი პარტნიორი ვეღარ იქნება“

28/02/2022 19:05:42 ევროპა

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმიანება, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან არმიერთების თაობაზე და აღნიშნავს, რომ "ასეთი ხელისუფლებით საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ვეღარ იქნება".

მისი ხედვით, საქართველოს ხელისუფლება თავს იმართლებს.

"ომი სამყაროს შავ-თეთრს ხდის. მეგობარი მტერია, შენიანი კი უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. როგორ მოიქცევა ქართული ერი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად ვეხმარებოდით 2008 წელს, მაგას ვნახავთ. ისეთი საქართველო, როგორიც დღეს არის, იმ ხელისუფლებით და მოქალაქეებით, რომლებიც ასეთ ხელისუფლებას ირჩევენ და ითმენენ, ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც აქამდე ითვლებოდა). ასეთი საქართველოს მიღება არც ევროკავშირს და არც ნატოს მოუნდება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა, რომ მას სანდო პარტნორი უწოდონ", - წერს გრიცენკო Facebook-ზე და საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც ის სანქციების რუსეთისთვის სანქციების არდაწესებაზე ლაპარაკობს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შემოუშვა ბორტი, რომელსაც უკრაინაში მოხალისეები უნდა წაეყვანა და მიმდინარეობს ალტერნატიულ გზების ძიება.

მოგვიანებით საკითხს უკრაინის პრემიერ–მინისტრი დენის შმიგალი გამოეხმაურა

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად თბილისის აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება. ევროპა ამას ელოდება", - დაწერა Twitter-ზე ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შმიგალმა და დასძინა, "თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!".

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S