Accentnews.ge
"Shell" "ჩრდილოეთ ნაკად-2"-სა და "გაზპრომის" სხვა მსხვილ პროექტებს ტოვებს

"Shell" "ჩრდილოეთ ნაკად-2"-სა და "გაზპრომის" სხვა მსხვილ პროექტებს ტოვებს

28/02/2022 18:59:59 ეკონომიკა

ნავთობისა და გაზის კომპანია "Shell" რუსული "გაზპრომის" მსხვილი პროექტების, მათ შორის "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის დატოვებას გეგმავს, - იუწყება "The Guardian".

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ვან ბერდენმა განაცხადა, ეს არის "მტკიცე გადაწყვეტილება, მიღებული უკრაინის მოვლენების გამო". "ჩვენ ვერ და არ გავდგებით განზე" - დასძინა მან.

«Интерфакс»-ის ინფორმაციით, კომპანია "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის გარდა, ტოვებს ასევე პროექტებს «Сахалин-2», Salym Petroleum Development და «Гыдан энерджи».

ცნობისთვის: უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია BP რუსულ "როსნეფტში" 19,75%-იან წილს ყიდის. გარდა ამისა, მისმა წარმომადგენლებმა რუსული კონცერნის დირექტორთა საბჭო სასწრაფოდ დატოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S