
კრემლის ცნობით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა
28/02/2022 17:37:16 ევროპა
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ომის შეწყვეტის პირობები დაასახელა,– ამის შესახებ კრემლის პრეს–სამსახური იუწყება.
რელიზის მიხედვით, პუტინმა განაცხადა, რომ „უკრაინაში სიტუაციის რეგულირება“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები“ უპირობოდ იქნება გათვალისწინებული.
ეს წინადადებებია:
- ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება;
- "უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაციისა და დენაციზაციის" ამოცანების გადაწყვეტა;
- მისი „ნეიტრალური სტატუსის“ უზრუნველყოფა.
როგორც ცნობილია, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების 6–საათიანი შეხვედრა, რომელიც უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე გაიმართა, დასრულდა.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის პირობები რუსეთთან მოლაპარაკებებში არის ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანა.
მისი თქმით, შემდეგი შეხვედრა პოლონეთ–უკრაინის საზღვარზე უახლოეს დღეებში გაიმართება.
"რუსეთთან მოლაპარაკებები იყო მძიმე, თუმცა რუსულ მხარეს აუცილებელი ულტიმატუმების ენით არ უსაუბრია. სამწუხაროდ, რუსეთი ჯერ კიდევ არაობიექტურად უყურებს იმ დამანგრეველ პროცესს, რომელიც წამოიწყო“, - დაწერა პოდოლიაკმა Twitter-ზე.
მეხუთე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსებმა გამოიყენეს აკრძალული იარაღიც.