Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "საქართველო აჩვენებს, რომ უკრაინელების გვერდითაა"

ევროპარლამენტარი: "საქართველო აჩვენებს, რომ უკრაინელების გვერდითაა"

28/02/2022 17:12:30 პოლიტიკა

"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის" წევრი ევროპარლამენტარი ერიკ ანდრიე აცხადებს, რომ "საქართველო აჩვენებს, რომ უკრაინელების გვერდითაა".

"ის ფაქტი, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, შეიძლება, ანგარიშსწორების შიშს უკავშირდებოდეს, რადგან მათ იციან, რომ 2008 წელს საქართველოს მიმართ ევროპის სოლიდარობამ ყველა მოლოდინი არ გაამართლა, ეს ფაქტია. ასევე არ არის გამორიცხული, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგიერთმა პროტაგონისტმა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ შედეგებზე გაამახვილოს ყურადღება. საქართველო აჩვენებს, რომ უკრაინელების გვერდითაა. იგი გამოხატავს სოლიდარობას. გულწრფელად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის იგივე სოლიდარობა, რაც ევროკავშირს საქართველოს მიმართ 2008 წელს უნდა გამოეჩინა", – განუცხადა "აქცენტს" ევროპარლამენტარმა.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთის წინააღმდეგ შესაჩერებლად რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესეს. როგორც საქაღთველოს პრემიერ– მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება:

"არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკნომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკრაინაში დიპლომატიურ დაწესებულებებს (საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში) არ კეტავს. ამასთან, საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა. თბილისი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ მკაფიო პოზიციას იკავებს, მათ შორის გაერო–ში. გუშინ საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S