Accentnews.ge
ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა

ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა

28/02/2022 16:17:39 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

დოკუმენტი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაავრცელა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა თქვა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ:

"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა. უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანს, სპეციალური პროცედურების დაცვით. ჩვენ ჩვენი პარტნიორების მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებების გამო".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S