![„ბერზინსკი უკრაინაა! წესრიგი თქვენს სახლში დაამყარეთ!“– რუს სამხედროებს ოკუპირებულ ქალაქში პროტესტით დახვდნენ [video]](https://www.accentnews.ge/storage/files/274606692_2172805139537688_5808906536799699587_n.jpg)
„ბერზინსკი უკრაინაა! წესრიგი თქვენს სახლში დაამყარეთ!“– რუს სამხედროებს ოკუპირებულ ქალაქში პროტესტით დახვდნენ [video]
28/02/2022 16:09:54 ევროპა
რუსების მიერ ოკუპირებულ ბერზინსკში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ „ბერზინსკი უკრაინაა!“, „სახლში წადით!“, „წესრიგი თქვენს სახლში დაამყარეთ!“.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი, რომელიც ვიდეოს იღებს, სამხედროს მოუწოდებს, ნუ მალავს სახეს: „რატომ მალავ სახეს? გრცხვენია? გრცხვენია ბავშვებს რომ კლავ? დაიმალე!“