Accentnews.ge
„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ  მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“

„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ იქნებიან ლტოლვილები უკრაინიდან, მათ  მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“

28/02/2022 12:30:45 ეკონომიკა

„ხაზს ვუსვამ როგორც პირადად, ისე ვაფიქსირებ მთავრობის პოზიციას - ყველა ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებაში საქართველო მობილიზებულია, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დავეხმაროთ. სრული მზადყოფნა გვაქვს, რომ თუ უკრაინიდან ლტოლვილები იქნებიან, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. ამ საკითხზე მან დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვიცე-პრემიერის თქმით, როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ქვეყნის შიგნით საკუთარი დევნილი მოსახლეობა, საქართველო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინიდან ლტოლვილები შეიფაროს.

„ჩვენ ამ შემთხვევაში გვესმის, რა არის სოლიდარულობის ფასი. ღიად ვამბობ - რა თქმა უნდა, საქართველო მზად არის, ასეთ შემთხვევაში, უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S