
კიევი: "სამხედროები კუნძულ ზმეინიდან ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან"
28/02/2022 13:00:59 ევროპა
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ ცოცხლები არიან და რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან,- ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები იუწყება.
24 თებერვალს რუსმა სამხედროებმა კუნძულზე კონტროლი დაამყარეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო კუნძულზე დაიღუპა. თუმცა რუსეთში ამბობდნენ, რომ 82 პირი ტყვედ აიყვანეს.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, 26 თებერვალს კუნძულის მიმართულებით სამოქალაქო გემი დაიძრა, რათა ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს გემიც რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
"სამოქალაქო გემის არაკანონიერი დაკავება, არ ასრულებდა რაიმე სამხედრო ამოცანას, არის ომის წესების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან უკრაინის უკანონოდ დატყვევებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.