ფხენიანმა 27 თებერვალს რაკეტის გაშვების მოტივი განმარტა
28/02/2022 12:23:57 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ 27 თებერვალს რაკეტის გაშვების მოტივი განმარტა როგორც სატელისტური სისტემის განვითარების ნაწილი,– იუწყება Reuters ფხენიანის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.
შეტყობინებაში რაკეტის ტიპი მითითებული არაა.
სამხრეთ კორეაში თვლიან, რომ მაღალი ალბათობით, ეს იყო ბალისტიკური რაკეტა და გაუშვეს ფხენიანის მახლობლად.
ეს უკვე მეშვიდე რაკეტაა, რომელიც ფხენიანმა 2022 წლის დასაწყისიდან გაუშვა, თუმცა პირველი – იანვრიდან.
სამხრეთ კორამ და იაპონიამ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ვიდრე მთელი ყურადება რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომზეა კონცენტრირებული, ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, გაააქტიუროს რაკეტებზე მუშაობა, რომელიც მას აკრძალული აქვს გაეროს მიერ.


