![უკრაინელი ბოქსიორი ბრიტანეთიდან სამშობლოში საბრძოლველად დაბრუნდა [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/dfgj_RhiP8Cg.jpg)
უკრაინელი ბოქსიორი ბრიტანეთიდან სამშობლოში საბრძოლველად დაბრუნდა [ფოტო]
28/02/2022 11:32:28 ევროპა
უკრაინელი ბოქსიორი ალექსანდრ უისკი ბრიტანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და როგორც იუწყებიან, ტერიტორიული თავდაცვის ორგანოს შეუერთდა.
"გაერთიანებულნი ერთი მიზნით - დავიცვათ ჩვენი სამშობლო! გამარჯვებამდე!", - წერს სოციალურ ქსელში კიევის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელი ანდრეი ნებიტოვი და ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე სავარაუდოდ, ასევე ჩანს უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ალექსანდრე გოჩარენკო.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა მეხუთე დღეა რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს.