Anonymous-მა რუსული სააგენტო TACC დაბლოკა
28/02/2022 11:36:01 მსოფლიო
ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს კიბერ-ომი გამოუცხადა, რუსეთი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC დაბლოკა.
მომხმარებელი, რომელიც TACC-ის ვებ-გვერდზე შედიოდა, ხედავდა შეტყობინებას:
„ძვირფასო მოქალაქეებო. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს სიგიჟე, ნუ გაგზავნით თქვენს შვილებს და ქმრებს სასიკვდილოდ. პუტინი გვატყუებს და საფრთხეში გვაგდებს. მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული ვართ, ნავთობისა და გაზის ყიდვა შეწყვიტეს. რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩრდილოეთ კორეაში. რა არის ეს ჩვენთვის? პუტინს შეიტანენ სკოლის სახელმძღვანელოებში? ეს ჩვენი ომი არ არის, შევაჩეროთ“.

ამჟამად ვებ-გვერდი კვლავ დაბლოკილია, თუმცა შეტყობინება აღარ იკითხება.


