
ISFED: "ფეისბუქმა" “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა"
28/02/2022 11:19:58 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) აცხადებს, რომ "ფეისბუქმა" “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა".
“უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის "ფეისბუქს" შესაბამის მონაცემებს ვაწვდით”, — აცხადებს ორგანიზაცია.