Accentnews.ge
რუსმა ეკონომისტებმა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ღია წერილით გაილაშქრეს

რუსმა ეკონომისტებმა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ღია წერილით გაილაშქრეს

28/02/2022 10:47:46 ეკონომიკა

რუსმა ეკონომისტებმა უკრაინასთან ომის წინააღმდეგ ღია წერილით გაილაშქრეს

"ჩვენ, რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში მომუშავე ეკონომისტთა თანამეგობრობა, მტკიცე პროტესტს ვუცხადებთ რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომს, მოვითხოვთ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინიდან რუსული ჯარის გამოყვანას. უკრაინაზე თავდასხმა – ეს მეზობელი ქვეყნის მიმართ აგრესიის ყოვლად უსაფუძვლო აქტია", - ნათქვამია წერილში.

ამასთან, ეკონომისტები რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზულ ნეგატიურ ეფექტს წინასწარმეტყველებენ, ფასების კატასტროფული ზრდის, ინვესტიციებისა და შემოსავლების ვარდნის, სოციალური ხარჯების შემდგომი ზრდისა და ემიგრაციის გამო ადამიანური კაპიტალის დაჩქარებული ტემპით კარგვის ჩათვლით.

ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის რამდენჯერმე უფრო მძიმე იქნება, წინა წლების ეკონომიკური უძრავობის ხანის სირთულეებთან შედარებით.

"ვთვლით, რომ რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს. უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებით რუსეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს” – ნათქვამია წერილში, რომელსაც 100-ზე მეტი ეკონომისტი აწერს ხელს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S