კულება: "რუსეთისთვის საჰაერო სივრცე 32–მა ქვეყანამ დახურა"
28/02/2022 10:29:19 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე 32–მა ქვეყანამ დახურა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის.
მისი თქმით, ქვეყნების ანტიპუტინურმა კოალიციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სამი მტკივნეული პაკეტი მოამზადა: SWIFT–იდან რუსული ბანკების გათიშვა, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების ნახევრის გაყინვა, რუსული "Сбербанк" –ის შეზღუდვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ტექნოლოგიების გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აკრძალვა, შეჩერებულია ორმაგი დანიშნულების ექსპორტის ლიცენზიები, რიგ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეჩერებულია.
„რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე უკვე ჩამოიშალა“, –დასძინა კულებამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად უკრაინული დიპლომატია ახორციელებს აქტიურ დიპლომატიურ შემოტევას რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს შემოღების მიზნით.
„პირველად, თანამედროვე ისტორიაში, სანქციები დაწესდა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.


