Accentnews.ge
ზელენსკი ევროკავშირს ორგანიზაციაში ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

ზელენსკი ევროკავშირს ორგანიზაციაში ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს

28/02/2022 10:11:48 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ორგანიზაციაში ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს.

მისი თქმით, ამისთვის შესაძლოა ახალი, სპეციალური პოცედურები შემუშავდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლეიენს ელაპარაკა - მათ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

"ჩვენ დიდხანს გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შევასრულოთ საშინაო დავალება. ამის გამო ვერ ვამჩნევდით, რისი უნარი გვაქვს რეალურად. მაგრამ ახლა ჩვენი უნარები მთლიანად გამოვავლინეთ.

ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია". - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან მან რუს სამხედროებს მიმართა:

"რუსეთი განიცდის ისეთ დანაკარგს, თითქოს ომი მათ ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს რაში გჭირდებათ? უკვე 4500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. რისთვის მოხვედით ჩვენთან? რატომ მოდის ჩვენთან თქვენი ჯავშანტექნიკა? დააგდეთ თქვენი ტექნიკა წადით. ნუ ენდობით თქვენს მეთაურებს, ნუ ენდობით თქვენს პროპაგანდისტებს. უბრალოდ გადაარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე. წადით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S