Accentnews.ge
ოთხი ქვეყანა, რომელმაც ევროსაბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა

ოთხი ქვეყანა, რომელმაც ევროსაბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა

28/02/2022 10:05:23 ევროპა

რუსეთისთვის ევროპის საბჭოში წარმომადგენლობის უფლების შეჩერების თაობაზე უკრაინის წინადადებამ ქვეყნების მნიშვნელოვანი უმრავლესობის მხარდაჭერა (42) მოიპოვა, მაგრამ არა ყველასი. ამის შესახებ რამდენიმე უცხოური მედია იუწყება საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. სახელდება ქვეყნებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ოფიციალური თბილისის პოზიციისა, არ შეუერთდეს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ინფორმაცია "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც ირკვევა, წინადადებას მხარი გარდა რუსეთისა, კიდევ ოთხმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. კერძოდ, ირკვევა, რომ წინააღმდეგ ხმა მისცა მხოლოდ ერთმა ქვეყანამ – სომხეთმა.

სომეხი პოლიტოლოგი რიჩარდ გარაგოსიანი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი არამომგებიანი იყო, რაც სრულიად იზოლაციას უქადის სომხეთს, რაც ნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა რა სხვა გამოსავალი, იძულებული გახდა, მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, აზერბაიჯანის წარმომადგენელი კენჭისყრას არ დაესწრო, არ სურდა რა საკუთარი პოზიციის დემონსტრირება. თურქეთმა თავი შეიკარა, რადგან ცდილობს, უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლი იტვირთოს და არაერთგზის გამოვიდა მსგავსი ინიციატივით. თავი შეიკავა რუსეთის მოკავშირე სერბეთმა.

რუსეთს ევროპის საბჭოს წევრობა 25 თებერვალს შეუჩერეს. ეს პროცედურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით დაიწყო.

რუსეთი 1996 წლიდან იყო ევროპის საბჭოს წევრი. მოსკოვი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გამოაძევეს, თუმცა 2019 წელს იგი ასამბლეაში კვლავ აღადგინეს სრული უფლებებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S