
კიევის დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად უკრაინა–ბელარუსის საზღვართან მივიდა
28/02/2022 09:06:32 ევროპა
უკრაინული დელეგაცია უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების მიზნით მივიდა.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიიან ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი, სახალხო დეპუტატი უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკოლა ტოჩიცკი.
როგორც აღინიშნა, მოლაპარაკების მთავარი საკითხია ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.
ეს პირველი მოლაპარაკებები იქნება რუსულ მხარესთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
მოლაპარაკებები უნდა შედგეს მდინარე პრიპიატთან – უკრაინა-ბელორუსიის საზღვარზე.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან დიდად არაფერს ელის, თუმცა მზადაა, სცადოს.