
უკრაინის გენშტაბი: „რუსეთმა შეტევის ტემპი შეანელა, გამოეკვეთათ დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევები“
28/02/2022 08:50:04 ევროპა
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაზე შეტევის ტემპი შეანელა, თუმცა გრძელდება შეტევითი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით.
ამასთან, უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს საცხოვრებელი სახლები:
"საერთაშორისო სამართლის დარღვევით ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს საცხოვრებელ სახლებში ჟიტომირსა და ჩერნიგოვში".
გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსები დემორალიზებულნი არიან და დიდი ზარალი მიიღეს:
"გამოიკვეთა დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევები. მტერი მიხვდა, რომ პროპაგანდა და რეალობა განსხვავდება. ოკუპანტებს ჩვენი ეშინიათ", - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვში მოწინააღმდეგეზე შეტევა დაიწყეს მანამ, ვიდრე ისინი პოზიციების დაკავების შეძლებდნენ და ახლა რეგიონში ვითარევა სრულად კონტროლირდება, თუმცა მოძრაობს დივერსანტთა ჰგუფი:
"მტერი დემორალიზებულია, როდესაც ჩვენი არმია ახალ იარაღს იღებს. დიდი რაოდენობითაა სივერსიული ჯგუფი. ამიტომ, ხარკოვში კომენდანტის საათი 16:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00 საათზე დასრულდება. ხარკოვის ბიზსნეს–სფერო მობილიზებულია, ვიღებთ ჰუმანიტარულ დახმარებას, ამიტომ, ვქმნით უმანიტარული დახმარების ლოჯისტიკურ ცენტრს“.