პენტაგონი – პუტინის ბირთვულ საფრთხეზე: „შეგვიძლია, დავიცვათ საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები“
28/02/2022 08:27:03 მსოფლიო
პენტაგონს არ შეაქვს ეჭვი ინფორმაციაში, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა რუსული ბირთვული ძალები მაღარ მზადყოფნაში მოიყვანა, მაგრამ ამბობს, რომ აშშ–ს შეუძლია, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები,– ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
”ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ ამ ცნობების ნამდვილობაში”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დასძინა, „პუტინს ეს ნაბიჯი არ სჭირდება, რადგან ის ნატო–ს და, რა თქმა უნდა, უკრაინის მხრიდან საფრთხის ქვეშ არასდროს ყოფილა“.
მისი თქმით, პუტინის გადაწყვეტილება ესკალაციაა და მას პოტენციურად ქმნიან ძალები, „რომლებმაც არასწორად გაანგარიშების შემთხვევაში, შეიძლება, ბევრად უფრო სახიფათო გახადოს ვითარება“:
„ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართრომ დავიცვათ საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები და ეს მოიცავს სტრატეგიული შეკავების სფეროს“.


