რაისი: "ქართველები რუსების ქმედებებს რომ აპროტესტებდნენ, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, პუტინმა იქ თავის მიზანს ვერ მიაღწია და იმედგაცრუებულია"
28/02/2022 07:18:11 მსოფლიო
აშშ–ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოში ომის წინააღმდეგ გამართულ ხალხმრავალ აქციას ეხმიანება და როგორც აღნიშნავს, შესაძლოა, ეს იყოს დასტური, რომ ვლადიმირ პუტინმა ამ ქვეყანაში საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ რაისმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა.
„პუტინმა უკრაინაში გააკეთა ის, რაც არ გააკეთა საქართველოში: მისი კამპანია შედარებით სწრაფად წარიმართა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა ამ ომის წინააღმდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მაშინ ხელისუფლებაში დარჩა. რუსებმა პირდაპირ მითხრეს, რომ უნდოდათ სააკაშვილის წასვლა, მე კი ვუთხარი, რომ „საიდუმლო მოლაპარაკებები არ გვექნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მოხსნაზე“. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ქართველები რუსების ქმედებებს თავისუფლად აპროტესტებდნენ, მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, პუტინმა იქ თავის მიზანს ვერ მიაღწია და იმედგაცრუებული დარჩა. სწორედ ეს არის ის, რაც მას უკან დაახევინებს.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ადმინისტრაცია ავრცელებდა დაზვერვის ცნობებს, რას აკეთებდა და რის გაკეთებას აპირებდა პუტინი. კითხულობდნენ მის წერილებს. ის კი ალბათ, ფიქრობდა, ვინ იყო ის ხალხი მის ირგვლივ, ვინც ამერიკელებს ელაპარაკებოდა.
მაშინაც ვუთხარი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ ყველას დავურეკავდი და ვეტყოდი, რომ რუსების ერთ–ერთი პირობა სააკაშვილის მოხსნა იყო. შეერთებული შტატები ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა თავს საინფორმაციო ომებში სიმართლის თქმით“,– განაცხადა რაისმა და დასძინა, რომ „პუტინისთვის რთული დროა, დამალოს ის, რაც თუნდაც 2008 წელს გააკეთა“.


