
თბილისი და ერთი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
28/02/2022 07:02:33 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდ–ვირუსით ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 12 840 პირი, გარდაიცვალა 25 პაციენტი. ჯამში ვირუსს 16 163 პირი ემსხვერპლა.
ჩატარდა 14 138 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 910 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 228 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 17.44%, ბოლო 14 დღის - 26.54%, 7 დღის - 22.06%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა,
- აჭარა - 194,
- იმერეთი - 376,
- ქვემო ქართლი -116,
- შიდა ქართლი - 111,
- გურია - 89,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 143,
- კახეთი - 97,
- მცხეთა-მთიანეთი - 35,
- სამცხე-ჯავახეთი - 45,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 163, აჭარაში - 429, იმერეთში - 777.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 107, იმერეთში - 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 32, იმერეთში - 25.
417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 - თბილისში, 0 - აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 4, ხოლო აჭარაში - 0.