Accentnews.ge
The Times: კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული იმყოფება, რომელსაც ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული

The Times: კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული იმყოფება, რომელსაც ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული

28/02/2022 06:04:15 ევროპა

კიევში 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელსაც კრემლისგან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა აქვს დავალებული, - იუწყება The Times.

გამოცემის ცნობით, გასამხედროებულმა ფორმირებამ, „ვაგნერის ჯგუფმა“, რომელსაც პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე მართავს, ხუთი კვირის წინ აფრიკიდან დაქირავებული ჯარისკაცები ჩამოიყვანა და სოლიდური ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი მთავრობის წევრების ლიკვიდაცია დაავალა.

The Times წერს, რომ მათი მისიის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობისთვის შაბათს დილით გახდა ცნობილი. რამდენიმე საათის შემდეგ კიევმა 36-საათიანი „კომენდანტის საათი“ გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში კრემლის აგენტებად ჩაითვლებოდნენ და ლიკვიდაციის საფრთხე დაემუქრებოდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S