მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა გადაიდო, რუბლმა გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია
28/02/2022 05:59:55 მსოფლიო
რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე ახალი სანქციების ფონზე, უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა გადაიდო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვაჭრობა მოსკოვის დროით 10:00 საათზე განახლდება.
რაც შეეხება სანკტ-პეტერბურგის ბირჟას, იქ დღეს ვაჭრობა მხოლოდ გარიგებების რეჟიმში განხორციელდება. სხვა რეჟიმებზე ვაჭრობა შეჩერებულია.
ორშაბათი დღე რუსული რუბლისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა და უკვე გაუფასურების ანტირეკორდსაც მიაღწია: ერთი აშშ დოლარის ღირებულება უკვე 100 რუბლს გადაცდა.


