Google რუსულ სამთავრობო მედიას თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს
28/02/2022 05:40:30 მსოფლიო
Google რუსულ სამთავრობო მედიას თავის პლატფორმებზე მონეტიზაციას უჩერებს. ანალოგიური გადწყვეტილება მისმა შვილობილმა YouTube-მა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
"უკრაინასთან ომის საპასუხოდ ჩვენ ვაჩერებთ მონეტიზაციას ჩვენს პლატფორმებზე რუსული სამთავრობო მედიებისთვის. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და საჭიროების შემთხვევაში შემდგომ ნაბიჯებს გადავდგამთ". - აცხადებს ტექნოლოგიური გიგანტი.
რუსულ სამთავრობო მედიებს მონეტიზაცია და რეკლამების განთავსება Meta-მ 25 თებერვალს მიიღო.


