Accentnews.ge
ბრაზილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება

ბრაზილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება

28/02/2022 05:29:05 მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ შეუერთდება და უკრაინში მიმდინარე ომის საკითხზე ნეიტრალიტეტს დაიჭერს.

პრესკონფერენციაზე ბოლსონარუმ თქვა, რომ უკრაინელებმა ქვეყნის ბედი "კომიკოსს ჩააბარეს", რითაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მსახიობისა და კომიკოსის კარიერა გაიხსენა.

მისივე თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედება დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობას.

ბოლსონარუ ამბობს, რომ უკრაინაში "ხოცვა-ჟლეტაზე საუბარი გადამეტებაა" და დაიცვა რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S